LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება

5153
Untitled design

„შოვის სტიქიამ დიდი მწუხარება მოგვიტანა. დავკარგეთ საქობოს საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები გიორგი და სოფი ყარალაშვილები – ყოველმხრივ განათლებული, ნიჭიერი, ერუდირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები“, – საქობოს საჯარო სკოლა შოვში გარდაცვლილი და-ძმის, სოფო და გიორგი ყარალაშვილების შესახებ წერს და მათ ემშვიდობება.

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„გიორგი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენდტი იყო, სოფი სწავლის გაგრძელებას აშშ-ში გეგმავდა.

გიორგი? სოფი? სიცოცხლეზე შეყვარებულები ნაადრევად გადახვედით მარადისობაში და თან გაიყოლეთ ოჯახის, მეგობრების, აღმზრდელი მასწავლებლების, თანაკლასელების, ახლობლების გულწრფელი, უანგარო სიყვარული და მრავალი თბილი მოგონება დაგვიტოვეთ.

ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრეთ, მრავალი მიზანი და ოცნება დაგრჩათ განუხორციელებელი. ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“, – წერია ინფორმაციაში.

 

შოვის სტიქიამ დიდი მწუხარება მოგვიტანა. დავკარგეთ საქობოს საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები გიორგი და სოფი…

Posted by საქობოს საჯარო სკოლა on პარასკევი, 11 აგვისტო, 2023

 

„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე

შეგახსენებთ, შოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

ვითარება შოვში: „გვიან ღამით მდინარე გუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, საძიებო სამუშაოები დილიდანვე განახლდა“ – რაჭის გუბერნატორი 

ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g