26 წლის მოდელი, ტინა კუნაკი ზაფხულის ცხელ დღეებს მეგობრების გარემოცვაში ატარებს და „ინსტაგრამ“ გამომწერებს ცხელ-ცხელი ფოტოებით ანებივრებს. უახლეს ფოტოებში ვენსან კასელის ყოფილ მეუღლეს უმშვენიერესი ვერცხლისფერი კაბა ამშვენებს, ის ასევე ბრაზილიის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მთლიანი საცურაო კოსტიუმით პოზირებს. ერთ-ერთ კადრში კი ტინა მედიისთვის უცნობ მამაკაცთან საკმაოდ პიკანტურ ვითარებაშია დაფიქსირებული.
„ვენსანის შემცვლელი?“, „ტინას ახალი ბიჭია?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გასულ თვეს მოდელი უცნობ მამაკაცთან დააფიქსირეს. წყვილი პარიზის ქუჩებში ერთმანეთს ეხუტებოდა და ღამის კლუბისკენ ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდა.
ვიდეო: ვენსან, სიყვარული ტინამაც იპოვა! – მოდელი პარიზის ქუჩებში ახალგაზრდა მამაკაცს ეხვევა
„ეს რა დაკარგე ვენსან“ – ტინა კუნაკი სასწაულ ფოტოებს ავრცელებს