შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში შვიდ ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე