ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ნახევარი ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა „ნაპოლიში”, რომელმაც „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.
ნეაპოლელების ქართველმა ლეგიონერმა პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 6 ქულა დააგროვა და სერია A-ში „მილანთან“ და „ვერონასთან“ ერთად გალიდერდა. მომდევნო შეხვედრას კი „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია საცოლესთან ერთად წინასაქორწინო მოგზაურობაში იმყოფება
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ
ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია მიკონოსზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს – კადრები ბერძნული ვოიაჟიდან
