LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, ქულები თავად დაიწეროს“ – ირაკლი კობახიძე

187
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ „ქულები თავად დაიწეროს“.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს.

ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ფოტო: „რადიო თავისუფლება“

გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

მანჯგალაძე: ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“, რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში – მედვედევმა თქვა, რომ ზურაბიშვილი ფრანგია და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის, ამას იმეორებს „ოცნებაც“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g