იტალიაში მყოფმა კანიე უესტმა და მისმა მეუღლემ, ბიანკა ჩენსორიმ ექსტრავაგანტური ჩაცმულობითა და ვულგარული ქცევით არაერთხელ დაიმსახურეს საზოგადოების კრიტიკა. ახლახან, ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები გავრცელდა. წყვილი ქუჩებში კვლავ ფეხშიშველი გადაადგილდებოდა.
ტაბლოიდების ცნობით ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი ალბომის პიარ კამპანიაა. Page Six-ის ცნობით, 46 წლის უესტი გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადება, ის მთელი ზაფხულის განმავლობაში ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა.