LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა ოჯახი მარიამ როინიშვილის ტატუებსა და პირსინგს: „შეიძლება, თამრიკოს არ სიამოვნებს, მაგრამ იცის, რომ ჩემი ცხოვრებაა…“

4716
მარიამ როინიშვილი

მარიამ როინიშვილი „გოგოობის“ ეტაპზე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ასეთი ეტაპი მის ცხოვრებაში გვიან დაიწყო.

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შევიცვალე, თუნდაც ჩაცმის სტილით. ყველაფერს ვიხდენ – ტატუსაც და პირსინგსაც. ადრე ვფიქრობდი, რომ ტატუს და პირსინგს დახეული ჯინსი უხდებოდა, მაგრამ ასე არ არის. საოპერო ნაწარმოებების შესრულებისას სხვა ვიზუალი მჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, სცენას უხდება ტატუ. პირველი რომ გავიკეთე, მივხვდი, მეორე მინდოდა. შეყოლა იცის. ზურგზე ინგლისურად მაწერია „რწმენა, იმედი და სიყვარული“, ფეხზე – პატარა ჩიტები. მერე გავიკეთე პირსინგი ცხვირზე.

სახლში როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე?

გვიან ვთქვი, რომ ტატუ მქონდა. ამას დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. ბებიას ცოტა ეწყინა, მაგრამ პროგრესულად მოაზროვნეა, ამიტომ დიდხანს არ გაჰყოლია წყენა. მამამ მხოლოდ ის მითხრა, სცენაზე ხელი არ შეგიშალოსო. იმის მერე კიდევ ერთი ტატუ და პირსინგი გავიკეთე.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ თამრიკოს ძალიან მოსწონს ჩემი პირსინგი, მაგრამ არ მეუბნება, ანუ ძალიან არ წუხს. შეიძლება, არ სიამოვნებს, მაგრამ იცის, რომ ჩემი ცხოვრებაა. მე ვწყვეტ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კიდევ რამე მომინდება, გავიკეთებ…“

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ვიდეო: მარიამ როინიშვილი მიუზიკლ „ჩიკაგოში“ სექსუალური იმიჯით წარდგება

ვიდეო: როგორ დაიკლო მარიამ როინიშვილმა 20 კგ. – „არაფერს ვიკლებ საერთოდ, არც ნაყინს, არც შაქარს, არც მარილს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g