ანრი ჯოხაძე ოთო ბაზერაშვილსა და ნიკოლოზ ხარატთან ერთად ისრაელში გაემგზავრა, სადაც ქართველ შემსრულებელთა კონცერტი გაიმართა.
კონცერტს უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
ანრი ჯოხაძისა და პატარა მომღერლების შესრულებამ დიდი ოვაციები და მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია.
ანრიმ ოთოსა და ნიკოლოზთან ერთად შეასრულა ცნობილი სიმღერა „საქართველოს მანანებო“.
ვიდეოს თამუნა ლომთათიძე ავრცელებს.