საქართველოს გზავნილი საბავშვო ევროვიზიაზე – სოციალურ ქსელში სიმღერის კლიპი გამოქვეყნდა.
მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს წელს ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ.
Over The Sky – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელზეც მებო ნუცუბიძემ და ბეთხომ (ირაკლი მანჩხაშვილი) იმუშავეს.
სიმღერაზე ვიდეოკლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. მხატვარი შაკო პოპიაშვილია, კოსტიუმების დიზაინერი კი იზა ნადარეიშვილი გახლავთ.