კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
საკითხს მენაბდე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს!
შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
- პრეზიდენტი განასახიერებდა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მოქმედებდა მათი ევროპული არჩევანის დასაცავად;
- ის მიჰყვებოდა კონსტიტუციით დადგენილ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საკუთარი ვიზიტებით მხარს უჭერდა მას;
- ქვეყნის პირველი პირი საკუთარი მოქმედებით არ ეწინააღმდეგებოდა მმართველი გუნდის ოფიციალურ საგარეო კურსს;
- სალომე ზურაბიშვილს არ დაუზარალებია ქვეყანა, მეტიც, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ამ შეხვედრებს პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა ევროკავშირში;
- სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო, დააზარალებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ხელს შეუშლის 78-ე მუხლით დასახული მიზნის მიღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა, ეს ფაქტი პარლამენტს არ ბოჭავს მიიღოს მისი თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება. როგორც სასამართლო წერს საკუთარი გადაწყვეტილების ბოლო შემაჯამებელ პუნქტში: “პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება.”
პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს!
შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
1. პრეზიდენტი…
Posted by Vakhushti Menabde on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023
იმედია 100 ხმა ვერ მოგროვდება,“ – წერს ვახუშტი მენაბდე.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე