LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“ – ხვიჩა კვარაცხელია ალმოდებული ფიალებით ხელში და ნიცასთვის მიძღვნილი სიმღერა: ახალი კადრები წყვილის ქორწილიდან

30358
BeFunky-collage

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. სპორტული წარმატების გარდა, მიზეზი, პირადი ცხოვრებაცაა.

16 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა რჩეულმა, ნიცა თავაძემ ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს რესტორან ფუნიკულიორში.

ფოტო, ვიდეო: „ულამაზესი, ქართული ოჯახი“ – კადრები ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერიდან

როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩასა და ნიცას ქორწილს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ნაპოლის თავდამსხმელისა და მისი 21 წლის, უმშვენიერეს რჩეულის ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა.

წყვილმა ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში, ახლო ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა. წყეულებაზე ნიცამ და ხვიჩამ ცეკვაც შეასრულეს, იმღერეს და სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს. ახლახან ახალი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ უმღერის ნიცას ხვიჩა ალმოდებული ფიალებით ხელში სიმღერას „შენ და­გე­ძებ დი­ლაა თუ ბინ­დია“.

„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი უბრალო და ლამაზი იყო, ხამებივით კი არა, სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს“ – რაზე წერს გოდერძი შარაშია

ვიდეო: ვინ დაიჭირა პატარძლის თაიგული – მორიგი კადრები ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილიდან

ფოტო/ვიდეო: ნიცა თავაძის ცეკვა და ტორტის გაჭრის მხიარული დასასრული – რა კადრები ვრცელდება ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილიდან

ვიდეო: ფეისბუკგვერდი „ცისარტყელა ¤ The Rainbow“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g