LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი უბრალო ფენომენი, არაფერი ეშლება“ – ხვიჩა კვარაცხელიას და პატარა გულშემატკივრის ემოციური კადრები, რომელიც ვირუსულად ვრცელდება

733
Untitled design

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანისთვის გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია, მათ შორის არის უამრავი ბავშვი, რომლებისთვისაც ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი „კუმირია“.

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ემოციური ვიდეო, რომელიც სტადიონზე, „ნაპოლის“ ერთ-ერთი თამაშის წინ არის გადაღებული.

გუნდების მისალმების დროს, რა დროსაც ფეხბურთელებს პატარა ბავშვები ახლავთ თან, ერთ-ერთი მოზარდი ხვიჩას დანახვის დროს გაოცებას და აღფრთოვანებას გამოხატავს და ხელს უქნევს, ხვიჩა კვარაცხელია კი მის პატარა გულშემატკივარს ხელს ართმევს.

კადრებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა:

„ჩვენი უბრალო ფენომენი“, „ვარსკვლავ ბიჭს არაფერი ეშლება“, „როგორი ბედნიერია პატარა“ – წერენ კომენტარებში.

 

❤️

Posted by MatchDay on შაბათი, 21 ოქტომბერი, 2023

 

ვიდეო: “არ მელაპარაკები? მეწყინება იცოდე” – შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ 5 წლის კოტეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g