LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ინეს დე რამონს, რომანიდან ერთი წლის თავზე, შეყვარებულს უწოდებს – რას ჰყვება ინსაიდერი

250
page

„პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცი“, ბრედ პიტი უკვე ერთ წელია ინეს დე რამონს ხვდება. მართალია, წყვილი ერთად წითელ ხალიჩაზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა, პაპარაცებმა მათი ერთად დაფიქსირება უკვე არაერთხელ მოახერხეს. ახლა კი ირკვევა, რომ 59 წლის პიტი პოლ უესლის ყოფილ მეუღლეს თავის შეყვარებულს უწოდებს. ინსაიდერმა გამოცემასთან მათი ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა.

„ბრედი ინესს თავის გარემოცვას უკვე ისე აცნობს, როგორც თავის შეყვარებულს. ისინი საოცრად ცხელი წყვილია, მათ მოსწონთ ერთად დროის გატარება. ეს პიტის პირველი ნამდვილი ურთიერთობაა ანჯელინა ჯოლისთან მტკივნეული განქორწინების შემდეგ. მოხარულები ვართ, როცა ბრედს ბედნიერს ვხედავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო: სრული განცხრომა – როდესაც გვერდით ბრედ პიტი გიდგას და თან მუსიკას უსმენ – ინეს დე რამონი და ბრედ პიტი U2-ს კონცერტზე გადაიღეს

ვიდეო: „ველური პაემნის“ შემდეგ ბრედ პიტმა ახალი შეყვარებული გლამურს აზიარა – წყვილი პარიზში ვახშმობის დროს გადაიღეს

„ჩემთან გეპატიჟები“ – ვრცელდება რუსი ოლიგარქის, იური შიფლერისა და ანჯელინა ჯოლის მიმოწერა – ბრედ პიტი გაცეცხლებულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები