საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისში გამართა. დინამო არენაზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მე-15 წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, სტუმრებმა 49-ე წუთზე მაკტომინეის გოლით გაათანაბრეს, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა 57-ე წუთზე ისევ შეძლო დაწინაურება – კვარამ დუბლი გაიფორმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ კვარამ გოლი თავის მეუღლეს, ულამაზეს ნიცას მიუძღვნა.
კადრებში ვხედავთ გახარებულ ნიცას, რომელიც მეუღლეს კოცნას დისტანციურად უგზავნის.
„ნიცა უმაგრესი გოგოა, სანამ ბოლო ფეხბურთელი არ გავიდა სტადიონიდან იქამდე იდგა და გულშემატკივრობდა გუნდს“
„საქართველოს ორი ბრილიანტი, იბედნიერეთ“
„ყველანაირად ემოციური და დადებითი თამაში იყო“
„სიყვარულები ხართ ბავშვებო? ხვიჩა და ნიცა“ – აღნიშნავენ სოც ქსელში.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი Khvicha Kvaratskhelia გვიზიარებს.
ვიდეო: როგორ მიულოცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილს შვილის შეძენა
