LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს“ – გიორგი კეკელიძე

381
ing (1)

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი კეკელიძე კიდევ ერთ თანამდებობას ჩაიბარებს.

გიორგი კეკელიძე: „დღეს „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გავხდი – ვაფუძნებთ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, „სახლის“ გენერალური მენეჯერის პოზიციას დაიკავებს:

„მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და ემოციური ამბავია – დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს – ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სახლი.

ჩემი ხედვა ამგვარია – რესურსების განვითარება – გასვლითი სესიები რეგიონებში, საჯარო ონლაინ-სესიები LIB.GE-სთან ერთად, ბიზნესის შემოყვანა კონკრეტული პროგრამების კურატორად, სადაზღვევო პაკეტების ადვოკატირება სადაზღვევო კომპანიებთან, ბიულეტენების მოწესირიგება საჯარო სამსახურებში, სტიგმის დაძლევაზე კამპანიების წარმართვა – ვფიქრობ, ეს გეგმა, არა მხოლოდ ამ ცენტრს, არამედ ზოგადად სფეროს წაადგება“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე, დავემშვიდობე თანამშრომლებს.. იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც.. მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება ახალ მენეჯერთან ერთად.. ეს კი ბიბია, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ, სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის“ – გიორგი კეკელიძე

 

მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ოთხშაბათი, 17 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 11 იანვარს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g