LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მოეწონა იტალიაში გამართული სილამაზის კონკურსის პირობები თამთა კვარაცხელიას: „კონკურსამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ვერ მოვიგებდი…“

857
თამთა კვარაცხელია

ტელესახე თამთა კვარაცხელია ჟურნალ „სარკეს“ უყვება, რატომ ვერ გაიმარჯვა იტალიაში გამართულ სილამაზის კონკურსზე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ამ თემაზეა საუბარი.

თამთა, გასაგებია, რომ კონკურსის წესებიდან გამომდინარე, ბევრ საკითხზე დაწვრილებით საუბრის უფლება არ გაქვთ. თუ შესაძლებელია ზოგადად გვითხრათ, რატომ გამოეთიშეთ კონკურსს.

დავიწყებ იმით, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივად მიმდინარეობდა. ჩემი ოჯახის, ახლობლების თხოვნით და სიახლეების წყურვილით ბოლოს გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში.

წასვლის წინა დღეს წინათგრძნობა მქონდა, რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა და ასეც მოხდა. კონკურსამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ვერ მოვიგებდი, რადგან პირველი ადგილისთვის განკუთვნილ საჩუქარს – სააგენტოსთან კონტრაქტს – ხელს ვერ მოვაწერდი, ამიტომ კონკურსის ორგანიზატორები გავაფრთხილე წინასწარ.

ეს კონკურსი არ იყო ჩემთვის საინტერესო, არ მომეწონა კონტრაქტის პირობები. ისინი დამწყებ მოდელებს ეძებდნენ, მე კი ვიყავი უკვე შემდგარი, წარმატებული ქალი. საქართველოში მქონდა აწყობილი კარიერა, მყავს შვილი, რომელსაც დიდი ხნით ვერ დავტოვებდი.

ჩემი პირველი პოდიუმი იტალიის სატელევიზიო ეთერში სცენაზე შედგა. როცა კამერები ჩაირთო, დაძაბულობა უცებ მომეხსნა. მივხვდი, რომ ჩემთვის ახალ სცენაზე ვიდექი, ახალი პლატფორმა მქონდა, რომელიც შემეძლო, გამომეყენებინა და გადავწყვიტე, ჩემი ერთი წუთით მესარგებლა.

უცხო ქვეყანაში ის აღიარება და სიყვარული, რაც ამ კონკურსმა მომიტანა, დაუჯერებელია. მადლობა მათ ამისთვის, განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად მაგრძნობინეს თავი. დიდი გამოცდილება მივიღე, მსოფლიოს 59 ქვეყნიდან ლამაზი ქალი გავიცანი, კარგი დრო გავატარე, მართლაც ზღაპრული მოგზაურობა იყო.

ვფიქრობ, ხმა მივაწვდინე ბევრ ქალს ჩემი გამოსვლით. არა აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში ხარ წარმატებული, ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია წინსვლა. შეგიძლია გახდე სილამაზის კონკურსის აღიარებული მონაწილე და მოტივაცია მისცე ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არასდროს არის გვიან, იმოქმედო. ეცადო, შენი შინაგანი ბრწყინვალება გარეთ გამოიტანო და მაგალითი იყო დანარჩენებისთვის.

ამ კონკურსის შემდეგ ალბათ გექნებოდათ სხვა შემოთავაზებებიც.

დიახ, სხვადასხვა დიდი კომპანიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ საქმიანი წინადადებებით. ასევე მივიღე შემოთავაზება ,,მის მსოფლიოს” კონკურსში მონაწილეობაზე. ვუპასუხე, რომ პირობებს დეტალურად გავნიხილავ წინასწარ და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g