მადონას ,,საზეიმო ტურნე'” გრძელდება. პოპის დედოფალი, რომელმაც პირველი რეტროსპექტული სანახაობით შარშან, ევროპაში იმოგზაურა, ამჯერად კონცერტებს ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მართავს.
ახლახან, 65 წლის არტისტს ერთ-ერთი პერფორმანსის გახსნისას, უნებლიე შეცდომა მოუვიდა. ის შოუს ტორონტოში მართავდა, რომელიც ბოსტონში აერია.
,,მზად ხარ, ბოსტონო?!”, – ამ სიტყვებით მიმართა მან პუბლიკას, რაზეც თავადვე ჩაეცინა, რადგან უზუსტობას მალევე მიხვდა, გამოასწორა და უხერხული მომენტისთვის ბოდიშიც მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ მადონა The Celebration Tour-ს 40 წლიანი მუსიკალური კარიერის აღსანიშნად მართავს. 2023-ის 27 ივლისს მისი სადებიუტო სტუდიური ალბომის – Madonna გამოსვლიდან, 40 წელი გავიდა.