მადამ ტიუსოს მუზეუმმა ჯასტინ ბიბერის ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა.
ექსპონატი სიმბოლურად 1-ელ მარტს, კანადელი არტისტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჰოლივუდის დარბაზში განთავსდა.
მუსიკოსის დუბლიკატი 2021 წლის ჰიტის – Peaches კლიპიდან, მისი ერთ-ერთი ვიზუალის მიხედვით შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ Peaches ჯასტინ ბიბერის Daniel Caesar-თან და Giveon-თან კოლაბია, რომელმაც ,,გრემის” ოთხი ნომინაცია მიიღო. სიმღერა ჯეი ბის მეექვსე სტუდიურ ალბომში – Justice შედის.