LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელსაც ცოლის არასრულწლოვანი დისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ედება ბრალად, დაკავებულია – შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა

249
Untitled design (17)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭრაში შუახნის მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

შუახნის მამაკაცი უკვე პატიმრობაში იმყოფება.

შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას დეიდამ მას შემდეგ, რაც მომხდარზე შეიტყო, არასრულწლოვან დისშვილზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც დეიდას მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g