რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი და მისი ექსის, კანიე უესტის ახალი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი დამეგობრდნენ. კიმი და ბიანკა ერთად პირველად სულ ცოტა ხნის წინ, ჰიპ-ჰოპ არტისტის მიერ გამართულ წვეულებაზე გადაიღეს.
უესტის ყოფილი და ახლანდელი მეუღლეები ერთად იდგნენ, სასიამოვნოდ საუბრობდნენ და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს კანიეს შოუს. მათთან ერთად იმყოფებოდა კიმისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის უფროსი ვაჟი და ქალიშვილი.
როგორც ინსაიდერი იუწყება, კიმსა და ბიანკას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ჩენსორი ხშირად ატარებს დროს მათ საერთო შვილებთან და მათზე ზრუნავს.
რას ველოდოთ შემდეგში? – ბიანკა ჩენსორი უფრო მეტად გაშიშვლდა
რა ფორმაში წავიყვანოთ გერი „დისნეილენდში“ – ბიანკა ჩენსორის, კანიე და ნორდ უესტების უქმეები
„კიმ კარდაშიანი ახალ კანიე უესტს ხვდება“ – რეალითი შოუს ვარსკვლავი და ოდელ ბექჰემი ერთად გამოჩნდნენ