თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთი-ნატახტრის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„როგორც“ ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.