კომპანია Lamborghini-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად საფირმო ლოგოტიპი შეცვალა. თანამედროვე ერამ იტალიელებისგან გარკვეული ცვლილებები მოითხოვა და ამიერიდან ავტომობილებსა თუ Lamborghini-ს მიერ წარმოებულ სხვა ნივთებზე განსხვავებულ ლოგოს ვიხილავთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერმა რადიკალური ცვლილებების გარეშე ჩაიარა – Lamborghini-მ ცნობილი ემბლემა მცირედით გაამარტივა, ის უფრო ლაკონიური გახადა.
ახალი საფირმო ფერები შავი და თეთრი იქნება. ჩვეულ ოქროსფერსა და ყვითელს მხოლოდ ფერების აქცენტებისთვის გამოიყენებენ. გარდა ამისა, Lamborghini-ს დიზაინერებმა ბრენდის ციფრული პროდუქტებისთვისაც ახალი პიქტოგრამები შექმნეს.