LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძე კლინიკიდან სახლში გაწერეს

1070
ლიკა კუჭუხიძე

აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგო კლინიკიდან სახლში გაწერეს.

მისი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა კუჭუხიძეს უახლოეს პერიოდში ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდება.

„ლიკა სულ კითხულობს ბაჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურნალობს. ჯერჯერობით არ შეიძლება მისი დატვირთვა ამ მძიმე ემოციებით“, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

ცნობისათვის, ავარია 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რა დროსაც 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g