LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრილი ტურისტებისთვის კიდევ ერთი აზიური ქვეყანა გაიხსნა

58
passengers-arrive-at-phnom-penh-international-airport-last-year.-heng-chivoan

მოგზაურებისთვის კიდევ ერთი აზიური ქვეყანა გახდა ხელმისაწვდომი – კამბოჯას ხელისუფლებამ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელეს.

უფრო ზუსტად კი უცხოელები, რომლებსაც Covid-19-ის ვაქცინა აქვთ გაკეთებული ქვეყანაში მოხვედრას ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებენ, თანაც ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ხელისუფლების განცხადებით, კამბოჯელების 88% სრულად ვაქცინირებულია, რაც დაახლოებით 16 მილიონ ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში კარანტინის აუცილებლობა აღარ არის, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ვაქცინა ჯერ არ აქვს გაკეთებული. მათთვის კვლავინდებურად მკაცრი რეგულაციები იმოქმედებს.

პრემიერ-მინისტრმა ისიც დაამატა, რომ ქვეყანაში შემოსულ ყველა ადამიანს პსრ-ტესტს აუღებენ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები