ინსაიდერმა გამოცემასთან In Touch Weekly, ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა. წყაროს ცნობით, სწორედ ინესის დამსახურებაა ბრედ პიტის პირადი ჰიგიენის ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ.
„ბრედი ინესის დამსახურებით შეიცვალა. უწინ ის ხშირად არ ბანაობდა, თანაც მხოლოდ წყლით იბანდა, ის არც დეოდორანტს იყენებდა. ასე რომ ინესმა ბრედის პირად ჰიგიენაში დიდი გადატრიალება მოახდინა“, – აცხადებს წყარო 50 წლის ბრედ პიტისა და 31 წლის ინესის შესახებ.
ცნობისთვის, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიტი უკვე 100%-ით მზადაა ახალ შეყვარებულზე დაოჯახდეს და შვილებიც იყოლიოს მასთან.
ბრედ პიტის ხელში დამშვენებული ინეს დე რამონი საყვარელი მამაკაცის გვერდით ბრწყინავს
„ბრედ პიტი 100%-ით მზადაა ინეს დე რამონზე დაქორწინდეს და შვილები ჰყავდეს“ – რას ჰყვება ინსაიდერი