LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგერ ბეჭედი და ვიღიმი კიდეც“ – ბენ აფლეკმა პაპარაცებს უპასუხა

382
ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი პაპარაცებმა სამშაბათს ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როცა ის ოფისისკენ მიემართებოდა. 51 წლის ოსკაროსანი რეჟისორი და მსახიობი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა. ფოტოგრაფების დანახვისას, აფლეკმა მათ ღიმილით უპასუხა და ამით გააქარწყლა ბოლო დროს მოარული ხმები მის უხასიათობაზე. ასევე მანქანაში ჩაჯდომისას, სპეციალურად დაანახა ყველას ნიშნობის ბეჭედი, რათა სამუდამოდ დასრულდეს საუბრები მისი და ჯენიფერ ლოპესის განქორწინებაზე.

ახალ ფოტოებზე აფლეკი კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. საინტერესოა, რომ  ჭორები კიდევ უფრო გაამწვავა ჯენიფერ ლოპესის ახალმა ფოტოებმა, სადაც ის ჰემპტონში შვილებთან ერთად არდადეგებს ატარებს. მასთან ერთად არ იმყოფება ბენ აფლეკი. 

„აი აქ დასრულდა ყველაფერი“ – მედიაში „ბენიფერის“ ჩხუბის ვიდეო ვრცელდება

მანამ, სანამ ჯეი ლო ევროპაში მოგზაურობდა, ბენ აფლეკმა სახლიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა – უახლესი ფოტოები

„ბენიფერის ზღაპარი დასრულდა“, „რამდენიმე დღეში დაბერდა“ – ჯეი ლო, ბენ აფლეკის სახლიდან გადასვლის შემდეგ პირველად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები