LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი, რას პოსტავენ ჩემზე ამერიკელები, ჩემთან შეხვედრისა და ჩემი ლექციის მოსმენის შემდეგ. ძალიან წარმატებული პრეზენტაცია მქონდა“ – ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარ წარმატებას გვიზიარებს

162
ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ცისნამი საყვარლიშვილმა ამერიკელ ჟურნალისტებს საკუთარ ქვეყანაზე უამბო და მათზე შთაბეჭდილებაც მოახდინა.

„ჩემი წიგნების და საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბრო. მიხარია, რომ ნელ-ნელა ღირსეულ ადგილს ვიმკვიდრებ ამერიკულ ჟურნალისტიკაში“ – ცისნამი საყვარლიშვილი ჟურნალისტების კონფერენციაზე სპიკერად მიიწვიეს

„აი, რას პოსტავენ ჩემზე ამერიკელები, ჩემთან შეხვედრისა და ჩემი ლექციის მოსმენის შემდეგ. მეორე ფოტოზე ახალგაზრდა გოგონა, CNN-ის ჟურნალისტია.

ძალიან მიხარია, რომ ჩემს ლექციაზე დასწრების შემდეგ, ამერიკელები ჩემს ქვეყანაზე მსგავს ისტორიებს აქვეყნებენ და აზიარებენ. მიხარია, რომ მათზე ასეთი დადებითი შთაბეჭდილება დავტოვე.

დღეს ძალიან წარმატებული პრეზენტაცია მქონდა SPJ Region 1 კონფერენციაზე, რომელსაც ორგანიზება Deadline Club-მა გაუწია.

დღეგრძელობა სიტყვის თავისუფლებას და ჟურნალისტიკას!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g