აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების მორიგ ამბავს გვიზიარებს.
ქველმოქმედი წერს გოგონაზე, რომელსაც ოცნებები აუხდა – მას აღარ მოუწევს ქუჩაში ცხოვრება, ამასთან მან სასურველი ტანსაცმელიც შეიძინა.
„დღეს ხომ უბრალოდ ორშაბათი დღეა ვიღაცისთვის და ამ გოგოსთვის არის ყველაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში
ნამდვილი დღესასწაული მოვაწყვეთ დღეს. წავიყვანეთ ნამდვილ შოპინგზე მოლში და საერთოდ ყველაფერი ვიყიდეთ, რაზეც ოცნებობდა. ძალიან დიდი მადლობა ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, პარფიუმერიის ყველა მაღაზიის კონსულტანტებს, განსაკუთრებული ყურადღება მოგვაქციეს და გოგოც ძაან გაახარეს.
უკან დავბრუნდით და თავისი პატარა სახლი დახვდა. თავისი საწოლი და თავისი ნივთები
ამაზე ბედნიერი, ახლა არავინ არ არის ქალაქში
კიდევ ერთი ადამიანი აღარ დაიძინებს გარეთ დანარჩენ ამბებსაც ნელნელა მივხედავთ
ყველაფერს ვეცდებით, რომ ზამთარში გარეთ არავინ დაიძინოს როდისმე ხო გამოგვივა, არა?!
დიიიიდი დიდი მადლობა თქვენ, ყველას დანარჩენ ამბებსაც გაგაგებინებთ ყველაფერი გამოგვივა“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.