ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, გახლავთ კადრი ახალი ფილმიდან, Caught Stealing, რომელშიც მთავარ როლებს ოსტინ ბატლერი და ზოე კრავიცი ასრულებენ. მედიის ცნობით, მათმა სასიყვარულო კავშირმა ეკრანებიდან, რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა.

„მათ შორის ქიმია თვალში საცემია. ისინი ფილმის გადაღებებზე დაახლოვდნენ და ნაპერწკალიც მალევე გაჩნდა, ზოემ და ოსტინმა ბოლო რამდენიმე კვირა ერთად გაატარეს, ისინი საოცრად კომფორტულად გრძნობენ თავს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ტაბლოიდებიც ცნობით, სწორედ ამის გამო დაშორდნენ მსახიობები თავიანთ პარტნიორებს.
ცნობისთვის, ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი დაქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა მათ ნიშნობა წლის დასაწყისში ჩაშალეს. შეყვარებულს დაშორდა ოსტინიც, ის სინდი კროუფორდის ქალიშვილს, მოდელს, კაია გერბერს ხვდებოდა.
36 წლის ზოესა და 33 წლის ოსტინის ერთობლივი ფილმი კი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოვა.
ახალი თაობის ყველაზე ლამაზი წყვილი – კაია გერბერი და ოსტინ ბატლერი ერთმანეთს დაშორდნენ
ჩენინგ ტატუმმა და ზოე კრავიცმა ნიშნობა ჩაშალეს და ერთმანეთს 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ

