LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სუნამოს პრეზენტაცია და ქველმოქმედება: Voulez-Vous-მ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობა დაიწყო

154

საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, Voulez-Vous ქველმოქმედებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” პარფიუმერული კომპანიიდან აცნობეს, 26 თებერვალს მთელ მსოფლიოში Guerlain-ს ახალი არომატის Mon Guerlain -ის პრეზენტაცია იმართება. Guerlain-ის მუზა მსახიობი ანჯელინა ჯოლია.

”მემორანდუმის ფარგლებში სწორედ ამ დღეს პეკინის გამზირზე #17 მდებარე Voulez-Vous-ს მაღაზიაში Guerlain-ს ახალი სუნამოს მსოფლიო პრეზენტაციის დღეს, Guerlain-ის ფირმის გაყიდული პროდუქციიდან თანხა გადმოირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას. აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება მხოლოდ პეკინის გამზირზე მდებარე Voulez-Vous-ს მაღაზიაზე და მხოლოდ 26 თებერვალს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, 26 თებერვალს, მათ, ვინც შეიძენს განსაზღვრული თანხის ”გერლენის” პროდუქციას გადაეცემათ მოსაწვევი სადღესასწაულო საღამოზე, რომელიც გაიმართება 26 თებერვალს, 20:00 საათზე, პეკინის გამზირზე #17 მდებარე Voulez-Vous-ს მაღაზიაში.

ცნობისთვის, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous საქართველოში Guerlain-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g