LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი წლის ღამეს, ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამა ინფარქტით გარდაიცვალა… მე გავხდი ოჯახის მარჩენალი…“ – გიორგი თორაძის რთული მომენტები

2661
page

მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (22 სექტემბრის ნომერი) იხსენებს მძიმე პერიოდს, რომელიც მის ცხოვრებაში 2020 წელს დადგა…

გიორგი თორაძე:

„2020 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამა ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ – დაიწყო კორონა, გაჩერდა კონცერტები, ამას დაემატა ჩემი დეპრესიული ფონი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა მეკეთებინა. პლუს ამას, მამაჩემის გარდაცვალება. მამის გარდაცვალების დღეს კონცერტისთვის ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემ თვალწინ გარდაიცვალა, მაინც შევძელი, ავდექი, წავედი, დავდექი სცენაზე და ახალი წელი სიმღერით მივულოცე ხალხს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და მტკივნეული იყო, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო – მიუხედავად დიდი ტკივილისა, სცენაზე ვმდგარიყავი და მემღერა. ვცდილობდი, გავქცეოდი რეალობას და კარგი განწყობით შემენიღბა ჩემი თავი და ჩემი ტკივილები. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი, ყველა ვალდებულება ჩემზე გადმოვიდა, მე გავხდი ოჯახის მარჩენალი, ჩემი სიძლიერე უნდა დამენახვებინა დედაჩემისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g