LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: წუხელ მეტყველება საერთოდ წაერთვა – ისე ცუდადაა, ყველაფერი უკანკალებს

193
ალასანია და მიშა

მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ ექსპრეზიდენტს კრიზისი ჰქონდა და მეტყველების უნარი წაერთვა.

აღნიშნულის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს შვილის მონახულების შემდეგ კლინიკა „ვივა მედთან“ განუცხადა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა:

„გუშინ კრიზისი ჰქონდა, მეტყველება საერთოდ წაერთვა და რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, აი ეს არის მისი მდგომარეობა. ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა საერთოდ არ უნდა. ყველაფერი უკანკალებს.“ – თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა. მისი თქმით, „ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა.“

მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები