„ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ნიკა მელია ამნისტიის კანონით მის გათავისუფლებას არ დათანხმდება, მაშინ სასამართლოსთვის დალოდება მოუწევს. ქადაგიშვილის განმარტებითვე, ნიკა მელია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, რომელიც დესტრუქციაზეა დამყარებული.
ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია
“ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული.
თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულ მხარდამჭერებს ნიკა მელია საკნიდან მიესალმა
პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია დღესვე გირაოს შეფარდების გარეშეც გაათავისუფლოს: ნინო ლომჯარია