LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო თეთრაშვილის მძიმე პერიოდი: „ხელიდან მეცლებოდა. რვა საათი ცდილობდნენ მის გადარჩენას…“

1252
ალეკო თეთრაშვილი

მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გადატანილ მძიმე პერიოდზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება:

„რამდენიმე თვის წინ ჩემს მეუღლეს ძალიან მძიმე ოპერაცია გავუკეთეთ გულზე. ქირურგმა ივაჟკაცა, თორემ ხელიდან მეცლებოდა. რვა საათი ცდილობდნენ მის გადარჩენას, უიმედო მდგომარეობა იყო, უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და ვერაფრით წარმოვიდგინე ჩემი თავი მის გარეშე. ვცდილობდი, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი, შვილებისთვის არ გადამედო ეს შფოთი, მაგრამ ამ დროს საშინელება ტრიალებს ადამიანის გულში. შეიძლება, გააფრინო. ივაჟკაცა ქირურგმა, მოაბრუნა ჩემი მეუღლე და ჩემთვის უბედნიერესი წამები იყო, როცა მითხრეს, რომ გადარჩა…“

ვიდეო: ალეკო თეთრაშვილმა შეასრულა ცნობილი სიმღერა ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – „ძალიან უხდება ამ სიმღერას შენი ხმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g