LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187“ – როგორია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რას წერენ BBC, CNN, FOX NEWS-ი

162
დონალდ ტრამპი, კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

BBC – ის ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 246 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს – 187.

CNN – ის მონაცემებით, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 187 ხმა აქვს, ტრამპს კი – 246.

რაც შეეხება FOX NEWS -ს, როგორც მედია წერს, ტრამპს კოლეგიის – 248, ჰარისს კი 216 ხმა აქვს.

ცნობისთვის, მონაცემები დათვლის პარალელურად დრო და დრო იცვლება.

აშშ-ის კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგები კი აჩვენებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g