ექიმი გიორგი ღოღობერიძე, იმ მედიკამენტების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომლის მიღებაც მშიერზე არ შეიძლება.
მედიკოსი გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული წამლების მშიერზე მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა:
„ამ მედიკამენტებმა შესაძლოა კუჭიდან სისხლდენაც კი გამოიწვიონ თუ მშიერზე მიიღებთ.
ეს მედიკამენტებია:
კარდიომაგნილი, რომელიც არ უნდა დალიო მშიერზე, მით უმეტეს თუ გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
არ მიიღო მშიერზე ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ან ნებისმიერი სიცხის დამწევი საშუალება, მითუმეტეს თუ ხარ ასაკში და სვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მაღალ დოზებში – ამ შემთხვევაში ხშირია კუჭიდან სისხლდენების რისკი.
სტეროიდები, მაგალითად დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვა – ეს მედიკამენტები აუცილებლად მხოლოდ საკვების შემდეგ მიიღე.
რაც შეეხება შაქრის დამწევ საშუალებებს, მაგალითად მედფორმენი, სიოფორი და ასე შემდეგ ამ პრეპარატების მშიერზე გამოყენებამ, შესაძლოა შაქრის ვარდნა გამოიწვიოს.
C ვიტამინი, რომელიც კუჭს აღიზიანებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ უჭმელზე და ბოლოს დოქსიციკლინი, რომლის მშიერზე მიღება იწვევს ღებინებას“ – ამბობს ღოღობერიძე.