LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ უბადრუკი მცდელობით თვლიან, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში“ – “ლელოს” წარმომადგენელი განმარტავს 3 მთავარ მიზეზს, რის მიხედვითაც ოპოზიციას დაფინანსება ეკუთვნის

94
BeFunky-collage (21)

პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას  „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია აფასებს. როგორც გეგელიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, კობახიძე ამ მოწოდებებით ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს.

„ეს არის კობახიძისთვის ძალიან ჩვეული, ანტიდემოკრატიული შანტაჟის ენის გაგრძელება, „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს როგორც წაგებული ძალა, მათ სუსტი მხარის ფსიქოლოგია ამოძრავებთ. მათ არ სურთ ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ კითხვებს სვამს რეალურ პრობლემებზე, მათ სურთ, რომ დეკორაციის სახით იყოს ოპოზიცია პარლამენტში. ამ უბადრუკი მცდელობით თვლიან, რომ ამ ძალისხმევას ექნება შედეგი და ოპოზიცია შევა პარლამენტში“-აცხადებს გეგელია.

ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა: კობახიძე ოპოზიციას პასუხობს

“ლელოს წარმომადგენელი“ განმარტავს 3 მთავარ მიზეზს, რის მიხედვითაც ოპოზიციას დაფინანსება ეკუთვნის.

„ეს არის მათი ჩანაფიქრი, მაგრამ მათ საღი აზრი ავიწყდებათ ამ პროცესში.

მაგალითად, პირველი ის, რომ ეს დაფინანსება არ არის არანაირ კავშირში საერთოდ პარლამენტში შესვლასთან, ეს დაფინანსება არის ქართველი ხალხის ფული და არა კობახიძის ფული, რომ კობახიძემ განკარგოს. ეს დაფინანსება თავისი არსით და ფილოსოფიით არის იმისთვის, რომ დემოკრატია განვითარდეს.

“ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო” -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” „ოცნების” ახალ კანონპროექტზე

როგორც შიდა პარტიული დემოკრატია ასევე, დემოკრატია პარტიათა შორის და ქვეყნის შიგნით.

როდესაც ვიღებთ ჩვენ ხალხის ფულს იმ პროპორციით, რაც ჩვენ მივიღეთ არჩევნების  შედეგად, ანგარიშვალდებულები ვხდებით, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ვართ. ძალიან კონკრეტული დავალება გვაქვს ხალხისაგან, რომელიც ჩვენ გვაფინანსებს, რომ განვავითაროთ ჩვენი დემოკრატია და ვიყოთ ანმგარიშვალდებული.

მეორე, კანონმდებლობით ეს არ არის პარლამენტში შესვლა-არშესვლით დადგენილი მექანიზმი, ეს არის მიღებული ხმების ოდენობით დადგენილი მექანიზმი.

ხელისუფლების რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - რა განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო სექტორი

სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ ინიციატივას, პროტესტის გამო სანქციების დაწესებას უწოდებს.

შეიძლება საერთოდ ვერ შეხვიდე პარლამენტში, მანდატი ვერ მოიპოვო, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოიპოვო გარკვეული დაფინანსება იმისთვის, რომ შენი პარტიული ცხოვრება შეინარჩუნო და უზრუნველყო ფინანსური თვალსაზრისით. კობახიძე ამასაც ივიწყებს, ანუ საღ აზრს და კანონმდებლობას აბიჯებს ერთდროულად.

მესამე არის საპარლამენტო ხარისხის არგუმენტი. ქართველმა ხალხმა გადასარევად იცის, რამდენი პარაზიტული არსება ყოფილა პარლამენტში, რამდენი პარლამენტარი გვახსენდება, რომლებსაც არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ პარლამენტში.

მაშინ კითხვა მიჩნდება, რაში იღებს ეს ხალხი ხელფასს. მოდით ამ ხალხით დავიწყოთ, ვინც არ მუშაობს“-აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

magti 5g