LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ წელიწადში დაახლოებით 100 კონცერტი გვქონდა… ქობულეთში დაახლოებით 1000 ბავშვი მოვიდა, რადგან ბავშვებს უყვართ ჯუჯები, ყოფილ ბავშვებსაც…“ – ორი ჯუჯა

184
ორი ჯუჯა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ჯუჯების პოპურის და საახალწლო სიმღერის პრემიერა შედგა.

როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი?

ნუგზარი: დადებითი ქაჩავს, რადგან მე და ვახო ვმუშაობთ. ამ წელიწადში დაახლოებით 100 კონცერტი გვქონდა. 100 კონცერტი ცოტა არ არის. ბავშვებისთვის ხშირად ტარდება კონცერტები თბილისშიც და რაიონებშიც. ზაფხულში, ქობულეთში გვქონდა კონცერტი და დაახლოებით 1000 ბავშვი მოვიდა, რადგან ბავშვებს უყვართ ჯუჯები, ყოფილ ბავშვებსაც. წელს, ჯუჯებს 40 წელი შეუსრულდა და 40 წლის წინ რომ ბავშვი იყო, ის ახლა ბებიაა და კონცერტებზე ისინი უფრო აქტიურობენ და მღერიან ჩვენთან ერთად.

ვახტანგი: თქვი, 80 წლის ბებია რომ მოვიდა, როგორ გითხრა…

ნუგზარი: ამას წინათ 83 წლის მოხუცი მოვიდა, მე თქვენს სიმღერებზე გავიზარდეო… ეტყობა, რაღაც სხვანაირად გაიზარდა, ფსიქოლოგიურად, კულტურულად. სხვათა შორის, ესეც სასიამოვნოა.

ვისაუბროთ ჯუჯების პოპურზე.

ნუგზარი: დავარქვით ჯუჯური პოპური და მასში ჩვენი სამივე სიმღერა არის გაერთიანებული.

მოგვიყევით თქვენს კარიერაში არსებულ სიახლეებზე, როგორია სამომავლო გეგმები?

ნუგზარი: რეზო გიგინეიშვილი იღებს ფილმს და დამიძახა. ძალიან კარგი როლია. ფილმში ქართველი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედია.

ვისაუბროთ მეორე ნამუშევარზე „სიმღერა ახალ წელზე“.

ნუგზარი: ეს არის სიმღერა მიუზიკლიდან „თოვლის ბებოს ზღაპარი“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

🎈ორი ჯუჯა (პოპური) – ნუგზარ კვაშალი & ვახტანგ ტატიშვილი. Live

🎄 ახალია წელი – ნუგზარ კვაშალი & ვახტანგ ტატიშვილი. Live

☃️ ნუგზარ კვაშალი & ვახტანგ ტატიშვილი. “არის 2026”. წინასაახალწლო გადაცემა