ნინი შერმადინი ჟურნალ „სარკესთან“ (29 ოქტომბრის ნომერი) პირად ცხოვრებაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, მომღერალი ერთხელ იყო დაოჯახებული და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ნინი წლებია, აშშ-ში ცხოვრობს. როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, იქ დაოჯახებას არ გეგმავს:
„ამ ეტაპზე ჩემ გვერდით საყვარელი მამაკაცი არ არის და ჯერჯერობით არც ვაპირებ…
უშვებთ შესაძლებლობას, რომ ამერიკაში შექმნათ ოჯახი?
არა, ამერიკაში არ შევქმნი ოჯახს, რადგან ჩემი და ამერიკული მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი ინგლისური ენა, სულ ინგლისურად ვერ ვილაპარაკებ. ვერც წარმომიდგენია სხვა ეროვნების მამაკაცი ჩემ გვერდით…“
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 