ამსტერდამის აეროპორტმა გადაწყვიტა, რომ იხვებთან საბრძოლველად ღორები დაექირავებინა.
სხიპჰოლის აეროპორტი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებით, წყლებითა და ჭაობებითაა გარშემორტყმული, რაც უამრავ გარეულ იხვს იზიდავს. ავიაბაზამ გადაწყვიტა, რომ აბეზარი ფრინველის მოსაშორებლად გოჭები გამოეყენებინა.
თავისი ზომის გამო იხვი თვითმფრინავისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არც თუ ისე შორეულ წარსულში, US Airways-ის რეისი 1549 იხვის დაჯახების გამო ჰუძონის ყურეში დაეშვა. მაშინ 155 ადამიანი კაპიტნის სწორი გადაწყვეტილების და ოსტატური მანევრირების დამსახურებით გადარჩა. ამსტერდამის აეროპორტს სურს, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.
სწორედ ამიტომ, ნიდერლანდელებმა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღეს. აეროპორტის სიახლოვეს არის ფერმა, სადაც ჭარხალს აშენებენ. მოსავლის აღებისას ტერიტორიას უამრავი ფრინველი აკითხავს, რადგან იქაურობა გემრიელობებითაა სავსე.
აეროპორტმა დაგეგმა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს, შეძლებენ თუ არა გოჭები იხვების შეშინებას. ამისთვის, ფერმერებს სთხოვეს, რომ 6 კვირის განმავლობაში ღორები ამ ტერიტორიაზე გააჩერონ. სხიპჰოლმა სპეციალური რადარიც დააყენა, რომელიც ფრინველის აღმოსაჩენად და ექსპერიმენტის შედეგების შესაფასებლადაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და ახალი თანამშრომლები დავალებას თავს მშვენივრად ართმევენ.