LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „ისე მილოცავდნენ, მგონი, ბევრს ეგონა, რომ ახლა დავიწერე ჯვარი…“

1807
ანი-ტყებუჩავა

მსახიობი ანა ტყებუჩავას ჟურნალი „თბილისელები“ ქორწინების 10 წლის იუბილეს ულოცავს.

ამასობაში თქვენს ნამდვილ ოჯახს ათი წელი შეუსრულდა…

ანა ტყებუჩავა: 

კი და ჩემმა მეუღლემ, როგორც იქნა, ათი წლის თავზე, დამიმონტაჟა ჩვენი ჯვრისწერის მოკლე ვიდეო. ათი წელი დასჭირდა ამას (იცინის). შინაურს რომ არ ინდობ, ის ამბავია. ისე მილოცავდნენ, მგონი, ბევრს ეგონა, რომ ახლა დავიწერე ჯვარი. ვერ მიხვდნენ, რომ ახლა საერთოდ სხვა ასაკში ვარ, ზოგმა მითხრა, მეგონა, ფილტრი გედოო. კარგია, თუ ასაკის მატება ძალიან არ მეტყობა (იცინის). ბავშვებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ კაბას უფრო პომპეზურს ელოდნენ და დავამშვიდე, ეგეთიც მეცვა-მეთქი, რომ იმედი არ გაცრუებოდათ (იცინის).

10 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ თანახმა ვარო, წერდით. რა განაპირობებს ამას?

ჩვენც გაგვივლია ზღვარზე, ალბათ, მწვავე შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, სურვილი, გქონდეს ოჯახი, შეგეძლოს სიყვარულის გაფრთხილება და ზრუნვა ამ ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ ჩვენს ურთიერთობაზე.

ანა ტყებუჩავას დაბადების დღე კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად – „რა ხდება რამდენიმე ჭიქის შემდეგ…“

ანა ტყებუჩავა: „როგორც ქალმა, საკუთარი თავის განებივრება საკმაოდ გვიან დავიწყე და საერთოდ, გვიან მივხვდი, რომ ქალი ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g