LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანჯელინას ეფექტი“ – „ეს იარები ბევრ ქალთან ერთად მაქვს გაზიარებული“ – ანჯელინა ჯოლი TIME France-ის გარეკანზე და ემოციური საუბრები ორმხრივი მასტექტომიის შესახებ

180
page

ანჯელინა ჯოლი TIME France-ს გარეკანზე მოხვდა და გულახდილად ისაუბრა ორმხრივ მასტექტომიაზე, რომელიც ვარსკვლავმა წლების წინ, კიბოს პრევენციის მიზნით ჩაიტარა.

„არა, მე არ ვნანობ ამას“ – ანჯელინა ჯოლი ათი წლის შემდეგ დაუბრუნდა თემას, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

ექსკლუზიურ ინტერვიუში 50 წლის ვარსკვლავმა მკერდის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი მთავარი მიზანი ქალებში ონკოლოგიური დაავადებების მიმართ ცნობიერების ამაღლებაა.

„ეს იარები ბევრ ქალთან ერთად მაქვს გაზიარებული, ძალიან ემოციურად მოქმედებს ჩემზე როდესაც ქალების ისტორიებს ვიგებ“, – აცხადებს მსახიობი.

ამ ფაქტს მსოფლიო მედიამ „ანჯელინას ეფექტი“ უწოდა, როდესაც ქალებმა უფრო ფართოდ დაიწყეს სკრინინგისა და გენეტიკური ტესტების ჩატარება.

„ივნისში იმ ასაკის ვიქნები, რა ასაკშიც დედაჩემს კიბო დაუდგინეს“ – ანჯელინა ჯოლი ემოციურ პოსტს ავრცელებს

შეგახსენებთ, ანჯელინას დედა, მსახიობი, მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს, 56 წლის ასაკში საკვერცხეების კიბოსგან გარდაიცვალა. ამ დიაგნოზს ის რვა წელი იბრძოდა. ჯოლის ბებია, ლოის ჯუნ ბერტრანი კი ამავე დიაგნოზით, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები