LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ უკვე ვეღარ იყო საქმე კარგად“ – ეული და დანაღვლიანებული ტინა კუნაკი ახალ ფოტოებს ავრცელებს

428
page

ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის დაშორების ამბავი აქტუალობას კვლავ არ კარგავს. მედია განშორების მიზეზად კასელის მხრიდან ღალატზე საუბრობს. ინსაიდერების ცნობით, მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვენსანიც და ტინაც საკმაოდ აქტიურად ავრცელებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში.

ვიდეო: ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები პარიზიდან

ამჯერად ტინამ პარიზის ფონზე ახალი ფოტოები გადაიღო და „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

„ვახშამი პარიზში“, – ასე დაასათაურა ფოტოები მოდელმა, რომელშიც ეულად დგას და საკმაოდ სევდიანი სახე აქვს.

ცნობისთვის, 26 წლის ტინა და 56 წლის ვენსანი წითელ ხალიჩაზე ერთად გასული წლის ბოლოს გამოჩნდნენ. ისინი პარიზში Jacquemus Le Raphia-ის ჩვენებას დაესწრნენ.

ინტერნეტსივრცეში წყვილი წყვილის ფოტოები ვრცელდება და არაერთი კომენტარი იწერება.

„აი აქ უკვე ვეღარ იყო საქმე კარგად“,„როგორი მოწყენილია“, „საუკეთესო წყვილი იყო“, – წერენ კომენტარებში.

ფოტოების სერია „ისე გადამიღე, რომ მიხვდეს ვინ დაკარგა“ – გრძელდება – ტინა კუნაკის მზერა, რომელიც ბევრს ამბობს

„პარიზელი ქოვბოი“ – ვენსან კასელი ტინა კუნაკთან განშორების შემდეგ ფოტოების გავრცელებას არ წყვეტს

ეკლებიანი გული და სევდა თვალებში – ტინა კუნაკი ახალ ფოტოებს ავრცელებს

როდის დაიწყო ვენსან კასელისა და ევა გრინის რომანი – ახალი დეტალები

 

View this post on Instagram

 

A post shared by tinakunakey (@tinakunakey)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები