შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მილიარდერ ილონ მასკის შესაძლო დეპორტაცია დააანონსა. მიზეზად მასკის მიერ დაფუძნებული „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ (DOGE) საქმიანობა და ფედერალურ ბიუჯეტთან დაკავშირებული კონფლიქტები სახელდება.
ტრამპი და მასკი ბოლო დღეებში სუბსიდიების საკითხზე ღიად დაუპირისპირდნენ. ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა:
„შესაძლოა, ილონმა ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე მეტი სუბსიდია მიიღო. ალბათ, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ეს კარგად და დეტალურად უნდა შევაფასებინოთ? დიდი ფულის დაზოგვაა შესაძლებელი!!!“
მასკმა პასუხად საკმაოდ ირონიულად უპასუხა:
„მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი ჩამოჭერით. ახლავე.“
ტრამპმა მასკისადმი უკმაყოფილება პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა განხილული იქნას მასკის დეპორტაცია სამხრეთ აფრიკაში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.