LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცნობ ამ ბიჭს, მაგრამ მისმა წარმატებამ ცამდის გაგვახარა, ღმერთმა დალოცოს ნიკოლოზი, ახაროს მისი ოჯახი ასეთი შვილის აღზრდისთვის“ – როგორ ეხმაურება ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სტუდენტის, ნიკოლოზ კვარაცხელიას წარმატებას

1057
იზა ომაძე

დღეს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა – აკადემიის მოსწავლე, ნიკოლოზ კვარაცხელია ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღეს.

⭕🎓 ნიკოლოზ კვარაცხელია ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღეს! 📚⬇ სასიხარულო ინფორმაციას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 01 აპრილი, 2025

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე და მისი შვილის მოსახელესა და მოგვარეს, ნიკოლოზ კვარაცხელიას წარმატებას ულოცავს.

„თუ რამ უნდა გაგახაროს დღეს, ეს შვილების წარმატებაა. არ ვიცნობ ამ ბიჭს, მაგრამ მისმა წარმატებამ ცამდის გაგვახარა…

ნიკოლოზ კვარაცხელიაო რომ წავიკითხეთ, ასგზის გავიხარეთ…

ღმერთმა დალოცოს ნიკოლოზი, ახაროს მისი ოჯახი ასეთი შვილის აღზრდისთვის…

რა გვეშველებაო, ვინც იკითხავს – მომავალი მოდის!“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

თუ რამ უნდა გაგახაროს დღეს♥️✨🚀ეს შვილების წარმატებააა… არ ვიცნობ ამ ბიჭს მაგრამ მისმა წარმატებამ ცამდის გაგავახარა……

Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 01 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g