LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს“ – პრეზიდენტის წარმომადგენლის პირველი კომენტარი იმპიჩმენტის საქმეზე

116
Untitled design (27)

„თუკი სასამართლო სამართლიანი განხილვის პირობებში იმოქმედებდა, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა და არ უნდა დაედგინა [პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა]. განსხვავებულმა აზრმაც აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და არ შეესაბამება საკითხის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივი გარემოებების სამართლიან განხილვას,“ – ასე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა.

„სანამ დასკვნას არ გავეცნობი, განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით, რომ შევაფასო თავად საკონსტიტუციოს დასკვნა.

ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და სამართლებრივად და ფაქტობრივად ვასაბუთებთ, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა.

ამ ეტაპისთვის, ამის თქმა შემიძლია. დასკვნას რომ ვნახავ, რა სამართლებრივ არგუმენტებს ეყრდნობა და რას როგორ ასაბუთებს, ამასთან დაკავშირებით შემდეგ გავცემთ პასუხს.

თუკი სასამართლო სამართლიანი განხილვის პირობებში იმოქმედებდა, ნამდვილად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს არ უნდა გამოეტანა და არ უნდა დაედგინა.

განსხვავებულმა აზრმაც აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და არ შეესაბამება საკითხის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივი გარემოებების სამართლიან განხილვას.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას