LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი ღორი არ იმსახურებს მის სახელს: გერმანიაში ტახი პუტინისთვის ახალ სახელს არჩევენ

128
Capture

გარეული ტახისთვის, რომელსაც ამჟამად პუტინი ჰქვია, ახალ სახელს არჩევენ, რათა მან დამთვალიერებლები არ გააღიზიანოს.
200 კილოგრამიანი ცხოველი 4 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია რაც ნიურნბერგის სიახლოვეს, ბუნებრივ ნაკრძალში ცხოვრობს.

გამოცემა Express-ის ინფორმაციით, ტახი ჯერ კიდევ პატარა გოჭი იყო, როდესაც რუსული წარმოშობის გამო ვლადიმერ პუტინი დაარქვეს. თუმცა, რუსეთის აგრესიის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პარკს ცხოველისთვის სახელის შეცვლა სურს.
ისინი ფიქრობენ, რომ ტახის სახელი უკრაინელი ლტოლვილების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია.

ახალი სახელის შესარჩევად კი ონლაინ-გამოკითხვა დაიწყო და ფავორიტ სახელთა შორისაა – „ზელენსკი“ და „კლიჩკო“. ასევე „მშვიდობა“, „ფრედერიკი“ და „ებერხოფერი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები