99 წლის ასაკში, არიანა გრანდეს ცნობილი ბებია, მარჯორი ,,ნონა” გრანდე გარდაიცვალა. არიანას დედის, ჯოანის ინფორმაციით, ,,ნონა სახლში, ახლობლების მშვიდ გარემოცვაში” გარდაიცვალა.
Nonna, რაც იტალიურად ბებიას ნიშნავს, მას არიანამ შეარქვა.
არიანასთვის ბებია ყველაზე დიდი გულშემატკივარი და შემფასებელი იყო. არტისტი მის შესახებ ხშირად საუბრობდა და მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავდა. მან ბოლო დისკის სიმღერაში – Ordinary Thing ნონას ხმაც კი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ არიანას ბებიის ხმა სხვა სიმღერებშიც გამოუყენებია, თუმცა ამჯერად მარჯორის სახელი ალბომის ჩაწერაში მონაწილეთა შორის ოფიციალურად გამოჩნდა. შედეგად, ნონა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, ვინც ჰიტ-აღლუმში შევიდა. სიმღერა ჩარტის 55-ე პოზიციაზე მოხვდა.




