LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ASAP Rocky ახალი დისკის გამოსვლას აანონსებს – რეპერი რიანას ბრენდის ახალ კამპანიაში უფროს ვაჟთან ერთად გამოჩნდა

262
85168775

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ASAP Rocky-იმ ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი რეპერის მეოთხე სტუდიური ალბომის – Don’t Be Dumb რელიზი, 30 აგვისტოს ჩაინიშნა. 35 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის მომავალი მუსიკალური პროექტიდან უკვე ცნობილია სინგლები: Shittin’ Me, Same Problems? და Riot (Rowdy Pipe’n). გავრცელებული ინფორმაციით, ფირფიტაში რიანასთან დუეტსაც მოვისმენთ.

ახლახან, ამ უკანასკნელმა ქალის საკუთარი თეთრეულის ხაზი – Savage x Fenty გააფართოვა. ბარბადოსელმა ლამაზმანმა ლეიბლს მამაკაცის, ასევე ბავშვის ბოქსერებისა და მაისურების კლასიკური კოლექცია დაამატა. სიახლის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა რირის ბოიფრენდმა და მათმა პირველმა საერთო ვაჟმა, რიზმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რიანამ ქალის საკუთარი თეთრეულის ხაზის წარმოება, 2018 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები