LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა თუ არა სასწაული!“ – ნათია ბანძელაძე გოგიჩას საფლავზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

916
ნათია ბანძელაძე/გიორგი გოგიჩაიშვილი

„და აი თუ არა სასწაული ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა თუ არა სასწაული! გამოხატულება დიდი მადლიერების და სიყვარულის! ასე მგონია რომ თქვენც მოგწვდათ, ყველას სათითაოდ, ვინც დაგვიჯერეთ ვინც ასე მოგვეფერეთ!“, – ამის შესახებ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში წერს და საფლავზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

ნათია ბანძელაძე: „წარმოუდგენელი ემოციის ქვეშ ვარ… ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ, სწორად მოვიტანო თქვენამდე გოგიჩას ადამიანური შინაარსი, დიდი ბავშვის ნამდვილი ამბავი…“

„სულ მინდა თავის არნახულ და გამორჩეულ ისტორიაზე წიგნი დაწეროს, ესენი ურთიერთობის ისეთ უმაღლეს საფეხურზე იყვნენ, აუცილებლად უნდა შემოინახოთ თქვენი ისტორიები ჩვენთვის და არა მარტო..“ – ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები დედის ინტერვიუს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან

„ისე დაგვიჯერეთ, ისე სწორად მიგვიღეთ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ეს დიდი ემოცია, ამ გადაცემაშიც გიყვებოდით ჩვენს ნიშნებზე, სიურპრიზებზე რაც ახლაც გვაერთიანებს, ამ ახალ სივრცეში… მოგიყევით ამბავიც როგორ ვსხლავდი უხეშ სარეველა ყვავილს რომელმაც თითებიც დამაგლიჯა და გამყინა ქარიან ამინდში, თან როგორ ვებუზღუნებოდი გიოს, იქნებ საერთოდაც არ გინდა და ვერც გაწვდენ ჩემს წადილს ასე გაგაფერადოთქო. მაშინვე რომ მიპასუხა ისიც მომისმინეთ, დაგვიჯერეთ, უამრავი სიყვარული თქვენც გვაგრძნობინეთ ! და აი თუ არა სასწაული ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა თუ არა სასწაული! გამოხატულება დიდი მადლიერების და სიყვარულის ! ასე მგონია რომ თქვენც მოგწვდათ, ყველას სათითაოდ, ვინც დაგვიჯერეთ ვინც ასე მოგვეფერეთ!“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ვიდეო: ,,როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე…ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, წერილებს ვუტოვებ” – ნათია ბანძელაძე ცხოვრების მძიმე მომენტზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები